1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლავროვი - "რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ უღალატებს"

ჩამოტვირთვა

რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ასევე განავითაროს სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვმის თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება პრაგმატულად მოქმედებს და ასეთ პირობებში შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. „ენერგეტიკის და სხვა სფეროებში ჩვენი კომპანიები კვლავ აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თუ არის ინტერესი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების და საჰაერო მიმოსვლების საკითხში, ჩვენ მზად ვართ ამ მხრივ ვითანამშრომლოდ, თუმცა არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად“, - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ეს არასდროს არ მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები