საზოგადოება
გათავისუფლდება თუ არა ახალაია გირაოს სანაცვლოდ
2013-02-20 18:45:38
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი ბრალდებულების დარბაზში გამოჩენას ტაშით შეხვდნენ.დღევანდელ პროცესზე საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ოქმი წარმოადგინა. ადვოკატები თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, მოქალაქე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდში მთავარმა მოწმემ, გაგა მკურნალიძემ ჩვენება შეცვალა, რაც იძლევა საფუძველს, რომ ბაჩო ახალაიას პატიმრობა აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეეცვალოს. "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აბსულუტურად ლოგიკურია ბაჩო ახალაიას გირაოთი გათავისუფლება იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავად დაბრუნდა საქართველოში და გამოძიებას არ მიემალება. ონიანის ინფორმაცით მკურნალიძის მხრიდან დღეს ბრალის არაღიარება ნიშნავს, რომ პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. მისივე თქმით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვერც მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, რადგან საქმესთან დაკავშირებით მოწმეები სრულად არიან დაკითხულნი. სასამართლო პროცესს ბრალედებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ზუგდიდიდან ჩამოსული მხარდამჭერები ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესის განმავლობაში კი საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოსა და შენობაში პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
სინხ. ჩიორა.
მომდევნო სხდომა ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავასა და სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა. ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ,რომ დაცვის მხარეს მომავალ პროცესზე 70-მდე მოწმე ეყოლება. შეგახსენებთ რომ გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზებაში მონაწილეობა. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებულები, ბრალდების ეპიზოდებში თანამონაწილეებად პროკურატურის მიერ მიიჩნევიან.
კომენტარები