მსოფლიო
ვინ მოკლა ბუტა რობაქიძე?
2013-02-19 18:29:30
ჩამოტვირთვა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს მიაწოდა. ირაკლი ფირცხალავამ ვიდეო მასალა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა სამართალდამცველებისთვის გადაცემამდე კადრები ჟურნალისტებს გადასცა. ჩანაწერში კარგად ჩანს, რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს, და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა. ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ავტომობილში ნამდვილად იდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი. ფირცხალავს თქმით, ბუტა რობაქიძე ამ მანქანაში შემთხვევით იმყოფებოდა.
მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს.
მეტრეველის განმარტებით, იმ ავტომატის შესახებ რომელიც კადრებში ჩანს, გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ განაცხადა, რომ ავტომატი მანქანაში ჩაადებინეს, შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს. მეტრეველის განცხადებით, ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გადაცემა "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი. მეტრეველის განმარტებით, გოჩა მუკბანიანის გადაღებული ვიდეომასალა დონაძემ წაიღო და "სამონტაჟოში შეიკეტა".ია მეტრეველთან ერთად პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის მეგობარი ირაკლი მიქაბერიძე. მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც დღეს ითქვა, რომ თითქოს პოლიციისთვის ძებნაზე გადაცემული იყო, კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.
როგორც ჯურნალისტებთან საუბრისას გურამ დონაძემ განაცხადა ჟურნალისტ ვახო კომახიძის მიერ გავცრელებული კადრები ყალბია. მისი თქმით, ვიდეომასალა ინტერშუმით არის გადაფარული. მისივე ინფორმაციით
გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკურ ჭრილში აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს და გავრცელდა ინტერშუმიანი მასალა, ისე როგორც უნდოდათ. მისი თქმით, მხოლოდ ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის მიერ დამონტაჟებული მასალა ჰქონდა ნანახი. გურამ დონაძემ , ვიდეოს გავრცელებისთვის ირაკლი ფირცხალავს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ნამდვილობას შეისწავლის.
_ ჩვენთან შემოვიდა მტკიცებულება, რომელიც ინციდენტის ირგვლივ ფაქტობრივ მონაცემებს შეიცავს. ჩვენ უპირველესად გვაინტერესებს, დავადგინოთ, არის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილი, თუ - მანიპულირებისა და მონტაჟის შედეგი. ყურადღებით ნახვას საჭიროებს ეს ვიდეომასალა; კარგად უნდა დავაკვირდეთ, ჩადებულია თუ არა იარაღი. თუ მივიჩნევთ, რომ ესაა ნამდვილი, უკვე მიეცემა შეფასება იქ ასახულ გარემოებებს. რა შედეგიც დადგება, იმის მიხედვით გამოძიებაში კორექტივებს შევიტანთ, ამ მასალის გათვალისწინებით გავაგრძელებთ გამოძიებას ან შეიძლება ეს ეთანადებოდეს უკვე არსებულს და ამით გამყარდეს ის. წინასწარ აღებული რაიმე მოცემულობა, გინდა თუ არა პასუხისმგებლობაში მიეცეს ესა თუ ის პირი, არ გვაქვს. ერთადერთი მოცემულობა გვაქვს და ეს არის ჭეშმარიტების დადგენა, ამ ჭეშმარიტების დადგენის გზაზე კარგია, რომ ასეთი მტკიცებულება მოგვეცა",
შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ფირცხალავამ პროკურატუარს გადასცა უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ ფირს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. ირაკლი ფირცხალავა არსებულ საქმეზე მთავარ პროკურატურაში ხვალ არის დაბარებული.
კომენტარები