მსოფლიო
მკვლელობა ზუგდიდში
2013-02-18 19:55:39
ჩამოტვირთვა
მკვლელობა მოხდა ქალაქ ზუგდიდში. კომბინატის დასახლებაში მიტოვებულ ავტოფარეხში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარს ამ დროისათვის ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.
საქმე 155-ე მუხლით არის აღძრული რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა პოლიცია არც მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, რადგან გამომძიებლებმა ავტოფარეხთან მდებარე ხუთსართულიანის სახლის კიბეებზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს. პოლიციის განმარტებით საქმე გახსნილია და გამოძიება ამჯერად ეჭვმიტანილს ეძებს.
კომენტარები