1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი არველაძე დაკითხეს

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა გიორგი არველაძე დაკითხეს. ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენის" ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მის წინააღმდეგ კონკრეტულად რა საქმეა აღძრული, რადგან ამ კითხვაზე გამომძიებლებმა მას პასუხი არ გასცეს. არველაძე ზეწოლაძე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაკითხვა ინტერნეტ-სივრცეში მის გააქტიურებას და ახალი საინფორმაციო საიტის შექმნას უკავშირდება. ,,მე რამდენჯერმე ვკითხე რა ხდებოდა და რას იძიებდნენ. ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი. ერთადერთი განმარტება იყო, რომ ვიძიებთ იმას რასაც გეკითხებით. ეს იყო მათგან პასუხი. მე არ ვიცი რა საქმეა აღძრული და რატომ დამიბარეს, მაგრამ მითხრეს, რომ ეს ჩემი ბოლო დაბარება არ არის და ბევრჯერ შემხვდებიან ამ სივრცეში. ვთვლი, რომ ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, განსხვავებულ აზრზე და პირდაპირი რეაქცია იმაზე, რომ ჩემი საქმიანობა ამჯერად ინტერნეტ- სივრცეში არა სასურველი გახდა ხელისუფელბისთვის. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის პირდაპირი პასუხი იმ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშრებით"- განაცხადა არველაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები