1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალაიას საქმეზე ახალი მტკიცებულებები იკვეთება .

ჩამოტვირთვა

ბაჩო ახალაიას ადვოკატი და მეგობრები ახალაიას საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. „ქორთიარდ მარიოტში" „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ორგანიზებით სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უზუსტობებია მოწმეთა ჩვენებებშიც, ამასთან, ბაჩო ახალაიას დაკითხვა და დაკავება მოწმეების დაკითხვამდე მოხდა. თავდაცვისა და შს ექს–მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეში პროკურატურისთვის უცნობი მტკიცებულებებია შემონახული. ამის შესახებ „თავისულებისა და მხარდაჭერის" ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა განაცხადა. ონიანის ინფორმაციით , საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება რომელიც ბაჩო ახალაიას უნადაშაუოლობას ამტკიცებს, მისივე ინფორმაციით არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას არ უნდა ცოდნოდა. შეხვედარზე გახდა ცნობილი,რომ დამატებითი მტკიცებულები სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ადვოკატის ეკა ხუციშვილის განცხადებით საქმე დასრულებული არ არის, და მის პოზიციას ვერ აფიქსირებს, ხოლო საქმის მასალებიდან გამომდინარე რაც პრეზენტაციაზე მოისმინა ეთანხმება რომ დაღრღვევებს ჰქონდა ადგილი. პრეზენტაციას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბაჩანა ახალაის სასამრთლო პროცესი 20 თებრვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას ბრალი რამდენიმე ეპიზოდში ედება. გამოძიება მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ედავება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები