საზოგადოება
გელბახიანი პოლიტიკიდან მიდის
2013-02-13 18:36:35
ჩამოტვირთვა
ვალერი გელბახიანი პოლიტიკიდან მიდის. გელბახიანის განცხადებით, მისი ახალი საქმე იურდიული მოღვაწეობა, კერძოდ კი საადვოკატო საქმიანობა იქნება. იგი ამბობს, რომ საქართველოში განვითარებულ ბოლო დროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა რიგი ფაქტორების გამო პოლიტიკიდან მიდის. „პოლიტიკას აქვს გარგვეული ანასხლეტები, გიბრუნდება ის რასაც არ იმსახურებ“ – ამბობს ვალერი გელბახიანი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ბიძინა ივანიშვილი საჩხერელ პოლიტიკოსად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მასთან დაპირისპირების მორალური უფლება არ ჰქონდა.
გელბახიანი მიჩნევს, რომ სამართალში უამრავი პრობლემაა და მან ამ სფეროში თავისი წყვლილი უნდა შეიტანოს.
კომენტარები