საზოგადოება
რა გახდა ნაციონალი ბართაიას გათავისუფლების მიზეზი?
2013-02-13 18:03:51
ჩამოტვირთვა
პოლიტიკური ანგარიშწორების მორიგი ფაქტი. რა გახდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. გირშელ ბართაია აცხადებს,რომ საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობამ მისი გატავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკური ნიშნის საფუძველზე მიიღო. როგორც ბართაია ყვება დღეს დილით საქართველოს ფოსტის განყოფილების უფროსმა გოჩა მაზმიშვილმა დაიბარა და პოლიტიკური აქტივობების ნაცვლად სწავლა-განათლების მიღება ურჩია.
ბართაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს არც თვითონ ფოსტის განყოფილების უფროსს მაზმიშვილს და არც საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს გაუკეთებია, რომელიც გენდირექტორის პოსტზე არჩევნების შემდგომ ამომრჩეველტა ლიგის ქვოტით დაინიშნა. მაკა დოლიძე კი რომელიც ასევე ბოლო 3 თვეა საქართველოს ფოსტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს, აცხადებს,რომ ფოსტის კურიერი ბართაია სამსახურიდან უდისწიპლინობის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა არ არსებობს ოფიცილაური მტკიცებულება და ბრძანება კონკრეტულად რის საფუძველზე დაატოვებინეს სამსახური გირშელ ბართაიას.
ბართაია რომელიც საქართველოს ფოსტაში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა აცხადებს,რომ მისი მხრიდან უდისწიპლინობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ფოსტის ყოფილი კურიერი ყვება, რომ ორი წლის მანძილზე მას კუთვნილი შვებულებაც არ გამოუყენებია, რადგან ფოსტის რეორგანიზაციის პროცესში აქიურად მონაწილეობდა. ბართაია აცხადებს,რომ მისი გათავისუფლების ერთადერთი მიზანი სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
კომენტარები