2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა .

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად, ზუგდიდის საავადმყოფოში, დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დაჭრის ფაქტი მხოლოდ თენგიზ გუნავას მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაახმაურა. "გაიგეს, რომ დღეს აქ ჩამოვდიოდი, დილით 05.00 საათზე გადმოვიდნენ თბილისიდან, რომ ჩემზე წინ მოსულიყვნენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილი დღესვე მედპერსონალისთვის ორი თვის გაუცემელი ხელფასების საკითხსაც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, აღნიშნულ საკითხს "მიხედონ და შეეშვან კაბინეტებში ჯდომას".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები