მსოფლიო
სამართალდამცავებმა კიდევ ერთი საჯარო მოხელე დააკავეს.
2013-02-13 13:37:05
ჩამოტვირთვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე შუახორგის თემის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული, ემზარ ბერაია, დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბერაიამ ერთ-ერთ მოქალაქეს მსხვილფეხა საქონლის მფლობელობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 600 ლარი გამოართვა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები