მსოფლიო
ქალაქის მერი გიგი უგულავა გამომძიებლებს მერიაში დაკითხვას სთავაზობს.
2013-02-13 12:05:01
ჩამოტვირთვა
თბილისისი მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს და გამომძიებლებს მერიაში ელოდება .
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია , რომ 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან, პოლიციამ დანაშაულებრივი უმოქმედობა გამოავლინა და არ უზრინველყო საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა.
ქალაქის მერმა გამოძიებას შესთავაზა ისარგებლონ საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების მსგავსად და დაკითხონ თბილისის მერიაში.
კომენტარები