საზოგადოება
ქუთაისში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მმხარდამჭერთა აქციის ფონზე ჩაივლის .
2013-02-13 12:04:17
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ქუთაისში მისი მხარდამჭერების აქციის ფონზე ჩატარდება, - ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა.შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი 13 თებერვალს დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. უწყების მიხედვით, ჭიაბერაშვილს 12.00 საათზე, მერაბიშვილს კი 16.00 საათზე დაკითხავენ.დაკითხვა სოციალური მომსახურების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაციას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი აღრიცხვის პროცესს ეხება.
კომენტარები