მსოფლიო
ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
2013-02-12 14:44:24
ჩამოტვირთვა
დღეს დილიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები აღარ მოძრაობენ. 350 მძღოლი დილიდან გაიფიცა და მერიისგან ხელფასების მომატებას ითხოვს.
მძღოლების განცხადებით, ისინი ყოველთვიურად საშუალოდ 380 ლარს გამოიმუშავებენ, რაც ოჯახის შესანახად საკმარისი არ არის. მძღოლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იფიცებიან.
პირველი გაფიცვის შემდეგ მძღოლებს მერიის წარმომადგენელმა ხელფასების მომატებაზე სიტყვიერი თანხმობა მისცა. გაფიცულები ამბობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება ხელფასების მომატებაზე საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ დაბლოკა.
თავად საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი, კი ამბობს, რომ ხელფასები მძღოლებს ქალაქის მერიამ უკვე გაუზარდა და ხელმეორედ ამის გაკეთება შეუძლებელია.
კომენტარები