მსოფლიო
გია ხუხაშვილი: ე.წ. „ჩანერგილების“ ძიება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს
2013-02-06 15:02:23
ჩამოტვირთვა
პრაიმტაიმში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „ქართულ ოცნებაში“ რაიმე სახის განხეთქილებას ექსპერტი კატეგორიულად უარყოფს, ერთ–ერთ დადებით საკითხად კი საგარეო პოლიტიკაში ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანის საკითხის დაძვრასა და სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას მიიჩნებს. დღესვე, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. „ჩანერგილების“ თემების წამოწევა და ჯაშუშების ძიება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ამგვარი ქმედებების შედეგად ბევრი უდანაშაულო ადამიანი შესაძლოა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
კომენტარები