საზოგადოება
ჯონდი ბაღათურია: თბილისის ზღვაზე ჩინური დასახლების პროექტის აშენება იგეგმება
2013-02-06 14:51:44
ჩამოტვირთვა
„ქართული დასის“ ლიდერი დღეს პრაიმტაიმში ჟურნალისტებს შეხვდა და აუწყა, რომ თბილისის ზღვაზე ჩინური დასახლების პროექტის აშენებაა დაგეგმილი. დღესვე, ბაღათურიამ ჩინურ ენაზე გახმოვანებული ვიდეორგოლი წარუდგინა მედიას, რომელიც მისი თქმით, ე.წ. ჩინური პროექტის სარეკლამო რგოლია. პრაიმტაიმში ჩინური ენის მცოდნე არ ერთი ჟურნალისტი არ აღმოჩნდა, შესაბამისად გაურკვეველია ვიდეორგოლის შინაარსი. ბაღათურია აცხადებს, რომ ქართულ–ჩინური საიდუმლო ხელსეკრულების მიხედვით, საქართველოში 127 ათასი ჩინელი უნდა ჩამოსახლდეს და თბილისის ზღვის მიმართულებით დასახლდეს.
კომენტარები