საზოგადოება
ბიძინა გუჯაბიძემ დეპუტატების ჩაცმულობაზე პროექტი მოამზადა
2013-02-06 12:46:41
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე ითხოვს, დეპუტატებმა "საპროტოკოლო-საქმიანად ან ეროვნულად" ჩაიცვან .
გუჯაბიძემ პარლამენტართა ჩაცმულობის წესის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტიც მოამზადა.
დეპუტატის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს.
კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
ბიძინა გუჯაბიძის კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა.
კომენტარები