2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩილ კბილაშვილი: არ გამოვრიცხავ დეპუტატების საკუთარ კაბინეტებში დაკითხვას

ჩამოტვირთვა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის მერის მსგავსად, დეპუტატებიც საკუთარ კაბინეტებში დაიკითხონ. კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიზანშეწონილობის მიხედვით იქნება მიღებული. "ქალაქის მერი დაკითხულ იქნა კაბინეტში, ეს აიხსნებოდა შემდეგი საფუძვლით - როცა პროკუროატურა პირს დაკითხვაზე იბარებს, ის კი საგამოძიებო უწყებაში არ ცხადდება, ეს ადამიანი მინიმუმ არ იქცევა სამართლებრივად, ამიტომ დგება საკითხი: რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, გამოძიების ინტერესს, თუ იგივე თავმოყვარეობას. უგულავას შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ ორი სახელმწიფოებრივი ინტერესი იქნებოდა, დროულად მიგვეღო ჩვენება, რომელიც "თბილსერვისთან" დაკავშირებული საქმის გამოძიებას სჭირდებოდა. სხვა შემთხვევაში მიდგომა იქნება ანალოგიური", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მისვე განმარტებით, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყება უარს ამბობს იმ სამართლებრივ მექანიზმზე, რომელიც შესაძლოა, პირის დაკითვხაზე გამოუცხადებლობას მოჰყვეს. "ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ მექანიზმზე, მაგრამ ამ ეტაპზე წინა ადგილზე წამოვწიეთ გამოძიების ინტერესი", - აღნიშნა კბილაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები