მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი შეაჩერა
2013-02-05 12:11:42
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესაც საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელი პრესკონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, კოჰაბიტაციის პროცესის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარ საქართველოს მოქალაქეობას არ თანხმდება.
"მე მოქალაქეობა მომეცემოდა იმ პირობით, თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ვიტყოდი, თუმცა ეს პრროცესი შევაჩერე. ამათ ახირებებზე რატომ უნდა ვიმუშაო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკმარისია, მივიღო საქართველოს მოქალქეობა და პრემიერ-მინისტრობის უფლება მერთმევა, ასეთი უაზრო ჩანაწერი გააკეთეს კონსტიტუციაში, რადგან ჰქონდათ შიშები რუსეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან მსურველები არ გამოჩენილიყვნენ. კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ორმაგი მოქალაქე არ შეიძლება გახდეს პრემიერი, თუმცა ამავდროულად ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს პრემიერ-მინისტრობა შეუძლია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარები