საზოგადოება
საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დღეიდან იწყება
2013-02-05 11:28:17
ჩამოტვირთვა
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა დღეიდან იწყება. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის პიარ აქტივობებს გეგმავს.
დილიდან საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტენებს დარიგება დაიწყება. 12:00 საათზე, სამინისტროს წარმომადგენლები მედიასთან ერთად ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ეწვევიან. სასწავლო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ბერია ჟურნალისტებს რეკრუტების საცხოვრებელ პირობებსა და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გააცნობს.
15:00 საათზე, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლები პრესკონფერენციის ფორმატში ისაუბრებენ. ჟურნალისტებს ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ქაროსანიძე მიაწვდის.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, თამარ ქაროსანიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ასევე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან იქნება დაკავშირებული, მონაწილეობას საკალათბურთო კლუბ "არმია"-ს მოთამაშეებიც მიიღებენ.
კომენტარები