საზოგადოება
პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება
2013-02-05 11:27:07
ჩამოტვირთვა
ქუთაისში პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. პირველ სასესიო დღეს დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 13:00 საათისთვის არის დანიშნული, ბიუროს სხდომა კი 16:00 გაიმართება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მმართველი უმრავლესობა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. მათ შორისაა: კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, საერთო სასამართლოებთან და პროკურატურასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტები, ინიცირებისთვის გამზადებული, განახლებული "შრომის კოდექსი", საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების გეგმა და სხვა მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები.
საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირის მთავარი მოვლენა კი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი იქნება, რომელიც 8 თებერვალს არის ჩანიშნული.
კომენტარები