საზოგადოება
დავით ბაქრაძე: უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო ქვორუმის შეგროვება
2013-02-04 18:16:17
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ განცახდებაში რამდენიმე ტენდეცია გამოიკვეთა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, პირველი არის ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო ქვორუმისს შეგროვება.
რაც შეეხება მეორე ტენდენციას, ბაქრაძის განცხადებით, მათმა კოლეგებმა უმრავლესობიდან სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ შეძლეს თავი შეეკავებინათ პირდაპირი მუქარისგან და ფაქტობრივად, ულტიმატუმის სახით ესაუბრებოდნენ ოპოზიციას, რაც მიუღებელია.
უმცირესობის ლიდერის განცხადებით, მთავრობა ცდილობს მოსახლოებას აჩვენოს, რომ ხელი ეშლება საქმეში, სწორედ ამიტომ ვერ ასრულებს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას და არსებობს მთავრობის დათხოვნის "მზაკვრული მსოფლიო გეგმა".
მისივე თქმით, თუ უმრავლესობას აქვს შიშები, რომ იქნება გამოყენებული მექანიზმი და აპრილში მთავრობას დაემუქრება კრიზისი, ისინი მზად არიან, ამ თემაზე დასხდნენ და ისაუბრონ.
კომენტარები