მსოფლიო
"ქართული ოცნება" – ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ
2013-02-04 18:15:37
ჩამოტვირთვა
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთა განცხადებით, ვინც თავს აარიდებს პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და აცხადებს რომ სახელმწიფო - ეს სააკაშვილია.
პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს ზღუდავს, "ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერებმა ცენტრალურ ოფისში საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. მიმართვას ხელს აწერენ დავით საგანელიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიგა ბუკია.
კოალიციის ლიდერები საჯარო, საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში იწვევენ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - "სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა და თუ ხალხის მმართველობა".
კომენტარები