2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიჩარდ ნორლანდი: ოპოზიცია მთავრობის კრიტიკას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს!

ჩამოტვირთვა

მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მთავრობის კრიტიკას პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მთავრობის კრიტიკა ოპოზიციის თვითმიზანი არ გახდეს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა. "მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობას ქვეყნის მართვის საშუალება ჰქონდეს და საზოგადოება ელოდება შედეგს, ყველაფრის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, კოჰაბიტაციის პროცესი უფრო ეფექტურად გაგრძელდეს და ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით"- განაცხადა ნორლანდმა. მან ახალი მთავრობის მიერ 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთი დააკვირდება, თუ როგორ შეაფასებს ქართული საზოგადოება გასულ 100 დღეს და შემდეგ თავის აზრს დააფიქსირებს. "ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მთავრობისთვის 100 დღე მეტისმეტად მცირე დროა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ 100 დღესთან დაკავშირებით რა დასკვნაც არ უნდა დავდოთ, ის მაინც წინასწარი შეფასება იქნება",-აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები