საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღეს ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
2013-02-04 12:21:14
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღეს ერთოიბლივ განცხადებას გააკეთებენ . წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერები ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრთან 2 თებერვალს გამართული შეხვედრის დეტალებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ.
ბრიფინგი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გაიმართება.
ამასთან, 2 თებერვლის შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან პინგ-პონგის თამაშს წყვეტენ.
კომენტარები