2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ციხეები კიდევ 834-მა პატიმარმა დატოვა

ჩამოტვირთვა

ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი"-ს შესაბამისად, 31 იანვარს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 834 ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 5 332-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. აქედან - 175-მა პოლიტპატიმარმა, 217-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის" ძალაში შესვლისთანავე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მსჯავრდებულთა საქმეები გადააგზავნა სასამართლოებში. საქმეების განხილვის შედეგად მსჯავრდებულები ეტაპობრივად დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები