2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შიშველი ჟურნალისტი, ინტერვიუ და პრემიერის ვნებები

ჩამოტვირთვა

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „პრესა ჯი“ ავრცელებს მასალას, სადაც კარგად ჩანს, რომ ეროტიული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო რეიტინგულ შოუში „მისია შეუსრულებელია“. გადაცემის წამყვანი გამჭვირვალე კაბაში იყო გამოწყობილი და ტრუსები არ ეცვა. პრემიერთან დიალოგს კი ფარული კამერა იღებდა. წამყვანი ისე იჯდა, რომ პრემიერს მისი „ღირშესანიშნაობების“ კარგად დანახვა შეეძლო. საბოლოოდ ეთერში მოხვდა, ეს „ღირშესანიშნაობებიც“ და პრემიერის დაინტერესებული მზერაც. 24 საათში ინტერნეტში განთავსებული ეს ვიდეო 2 მილიონინმა ადამიანმა ნახა. თუმცა, მომხდარმა სერბეთის ჟურნალისტთა ასოციაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია. ივიცა დადიჩი პრემიერობასტან ერთად შს მინისტრიცაა. მისმა მრჩეველმა უსაფრთოების საკითხებში კი განაცხადა, რომ ეს შემთხვევა კარგად იქნება განხილული, რადგან ეს პრემიერის დაცინვა იყო. შოუმ დღის წესრიგში დააყენა დადიჩის უსაფრთხოების საკითხიც. გადაცემაში შემდეგ ითქვა, რომ ის რაც მოხდა, სწორედ უსაფრთხოების სამსახურის არაჯეროვანი მუშაობის ბრალი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები