მსოფლიო
თბილისში ათონელის ქუჩაზე 18 წლის გოგონა მოკლეს
2013-02-02 14:29:15
ჩამოტვირთვა
თბილისში, ათონელის ქ.#31-ში წუხელ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 18 წლის მარიამ არუთინოვა. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობა დაახლოებით 21.00 საათზე სადარბაზოში მოხდა.
ასევე მეზობლების ვერსიით, გოგონა ახალგაზრდა მამაკაცმა მოკლა, რომელმაც შემდეგ თავადაც სცადა თვითმკვლელობა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, დაინახეს, რომ გოგონა გუშინ სახლში დაახლოებით, 17.00 საათზე შევიდა და იმის შემდეგ აღარ შეუნიშნავს.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ათონელის ქ.#31-ში დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მარიამ არუთინოვა მოდელი იყო და ერთ-ერთ ანსამბლშიც ცეკვავდა.
კომენტარები