2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დუშეთის საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ჩამოტვირთვა

დუშეთში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 16 წლის დიანა დიდებაშვილის ოჯახი მომხდარში გინეკოლოგ ირმა მაკალათიას ადანაშაულებს. დაღუპულის ოჯახის წევრმა, ანზორ პაპკიაურმა განაცხადა, რომ მისმა რძალმა დუშეთის საავადმყოფოში 27 იანვარს იმშობიარა. "მშობიარობის მესამე დღეს გაუსაძლისი ტკივილები ქონდა. ითხოვდა, რომ ექიმი მისულიყო მასთან, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. 29 იანვარს საშინელი მუცლის ტკივილი დაეწყო. მეუღლეს დაურეკა, შველა სთხოვა და საავადმყოფოს ექიმმა მეუღლის თანდასწრებით უთხრა, რომ მშობიარობამ იცის და ისტერიკებს ნუ აწყობო. ტკივილებს ვეღარ უძლებდა და მცხეთაში წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც საშვილოსნო ამოუღეს და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა", - აცხადებს გარდაცვლილის მამამთილი ანზორ პაპკიაური. მისი თქმით, დუშეთის საავადმყოფოდან მისი რძალი მომაკვდავი წაიყვანეს მცხეთაში. "ოპერაცია მცხეთაში ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა გაუკეთა და თქვა, რომ ეს მომაკვდავი რაღას მომიყვანეთ საოპერაციოდო. ვუჩივით დუშეთის ექიმს, მაგის ბრალია ყველაფერი", - ყვება გარდაცვლილის მამამთილი. ამასთან, ახალდაბადებულის ჯანმრთელობა ნორმალურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები