საზოგადოება
შსს-მ თბილისში ავტომანქანის გატაცების ფაქტი გახსნა
2013-02-01 12:48:55
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის 1–ლი განყოფილების თანამშრომლებმა ავტომანქანანის გატაცების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ოლეგ ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2013 წლის 31 იანვარს ვარკეთილში, მე-3 მასივში ტარიელ ავალიანის კუთვნილი „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანა გაიტაცა. გატაცებისას მან იქვე მდგარი ორი ავტომანქანა დააზიანა.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გატაცებული ავტომანქანა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში აფრიკის დასახლებაში, ქინძმარაულის ქუჩაზე მიტოვებული ნახეს. დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები