მსოფლიო
მეტრო შეფერხებით მუშაობს
2013-02-01 12:00:07
ჩამოტვირთვა
დღეს დილიდან თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს. მგზავრების ინფორმაციით, მეტროში ჩასულებს უთხრეს, რომ ვარკეთილის ხაზი ტექნიკური მიზეზების გამო დაკეტილია , თუმცა არ განუმარტავთ, რა გახდა ამის მიზეზი.
ერთ-ერთი ვერსიით კი, პრობლემა ელექტროსადენებს შეექმნა და ამის გამო ვარკეთილის ხაზი ჩაიკეტა.
თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ განაცხადეს, დეტალებს გაარკვევენ.
არსებული ინფორმაციით, მეტროს მუშაობა სრული დატვირთვით რამდენიმე საათში აღდგება.
კომენტარები