მსოფლიო
სამარშრუტო ტაქსებმა მუშაობა განაახლეს
2013-02-01 11:59:18
ჩამოტვირთვა
თბილისში, რამდენიმე დღიანი გაფიცვის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსებმა მუშაობა განაახლეს. "თბილისის მიკროავტობუსის" ტექნიკური დირექტორის, დავით ასანიძის ინფორმაციით, მძღოლების ყველა მოთხოვნა, რომელიც კომპანიის კომპეტენციაში შედიოდა, უკვე დაკმაყოფილებულია.
"ყველა ავტოფარეხი დავიარეთ, ავუხსენით მძღოლებს, რომ რაც ჩვენს კომპეტენციაში შედიოდა, ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ნაწილმა თქვა, რომ აქვთ სურვილი სამუშაოდ გავიდნენ", - აღნიშნა ასანიძემ.
ასანიძის ვარაუდით, მძღოლები ოთხივე ავტოფარეხიდან გამოვლენ და მუშაობას განაახლებენ.
ამასთან, მისივე თქმით, არიან მძღოლები, რომლებიც "პოლიტიკოსებს აჰყვნენ და არასწორი მიმართულებით ცდილობენ მუხტის წაყვანას".
კომენტარები