მსოფლიო
გაფიცული მძღოლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან
2013-01-31 17:45:43
ჩამოტვირთვა
გაფიცულმა მძღოლებმა ამჯერად ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მძღოლების მოთხოვნები უცვლელია, მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფს ამ წუთებში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ხვდება.
შეხვედრაზე, მძღოლები ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ, დაინტერესდეს თბილისის მერიისა და "თბილისის მიკროავტობუსის" საქმიანობით.
როგორც მძღოლები აცხადებენ, სწორედ მათი ფინანსური მაქინაციებით მოხდა ის, რომ დღეს ქალაქი პარალიზებულია.
კომენტარები