2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კურტანიძის ტატამი და მუშტი-კრივი ჭიდაობის ფედერაციაში

ჩამოტვირთვა

ჭიდაობის ფედერაცია ტატამად გადაიქცა: ახალმისულმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ წესრიგის დამყარება, პირდაპირი გაგებით მუშტით გადაწყვიტა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი სცემა. ჭიდაობის ფედერაციაში ამ დრომდე ასეთი არაფერი მომხდარა, ხალხი გაოგნებულია და კურტანიძის გადადგომას ითხოვს. უკვე ცნობილია, რომ დაპირისპირება ლუკა კურტანიძის მიერ მწვრთნელების მასიურ გათავისუფლებას მოყვა, რასაც ვიცე–პრეზიდენტი არ დაეთანხმა, დადგენილებას ხელი არ მოაწერა და და კურტანიძისგან დაისაჯა. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა, თუმცა, დღეს ლუკა კურტანიძე მომხდარს პრესის წინაშე უარყოფდა და აცხადებდა, რომ ყაზარაშვილი არ უცემია. კურტანიძე ყაზარაშვილის სხეულზე დაზიანებებს ასე ხსნის: კედელზე უნებლიე მიჯახების შესახებ გამოთქმულ კურტანიძისეულ ვერსიას წარმოუდგენელ ცინიზმად მიიჩნევს თავად თემურ ყაზარაშვილი. ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში დაუყოვნებლივ დაისმევა ლუკა კურტანიძის გადაყენების საკითხი და ამგვარ დამოკიდებულებას ფედერაციის არც ერთი წარმომადგენელი არ დაუშვებს. ლუკა კურტანიძეს ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებაში ფედერაციის სხვა წარმომადგენლებიც ადანაშაულებენ, კერძოდ რაიდ აბრამიშვილი. აბრამიშვილი ამბობს, რომ კურატანიძე თავს დაესხა, წააქცია და სცემა. ამ უკანასკნელის ბრალდებასაც რა თქმა უნდა უარყოფს თავად კურტანიძე, დღესვე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ხუმრობდა, რომ ყაზარაშვილი და აბრამიშვილი, რომ ეცემა ისინი ფეხზე ვერ დადგებოდნენ. ამ ეტაპზე რეალობა ასეთია: ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები კურტანიძის გადაყენებას, კურტანიძე კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები