2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-ში „რესპუბლიკური“ პარტიის პოლიტ-გეგმების შესასწავლად სპეც-სამმართველო შეიქმნა

ჩამოტვირთვა

ივანიშვილის ინიციატივითა და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების ე.წ. რებრენდირებულ დეპარტამენტში, „რესპუბლიკერთა“ მომავალი პოლიტიკური გეგმების შემსწავლელი სპეც-სამმართველო შექმნეს ინფორმაციას ამის შესახებ, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი პრესა.ჯი ავრცელებს. გასაიდუმლოებული სპეც-სამმართველოს თანამშრომლების ერთადერთი დავალება, რესპუბლიკელების გარემოცვის მოსმენა-თვალთვალი და მათი მომავალი პოლიტიკური გეგმების დეტალური შესწავლაა. გასაიდუმლოებული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ „რესპთა“ შესწავლა-თვალთვალი დაკავშირებულია ივანიშვილის იმ გადაწყვეტილებასთანაც, რომელიც საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებას გულისხმობს. ივანიშვილი და ღარიბაშვილი ეჭვობენ, რომ კოალიციაში, ყველაზე მეტად, სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ გამოიწვევს პრობლემებს, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა და საკანონმდებლო ორგანოში, ძალთა ბალანსის ნაციონალური მოძრაობის სასიკეთოდ გადანაწილება გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები