2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტელეკომპანია "მზის" დირექტორი: სურვილი ჰქონდათ, რომ ნახმარი საწოლები დაეყადაღებინათ

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია "მზის" დირექტორი ზაზა თანანაშვილის აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას სურვილი ჰქონდა ნახმარი საწოლები დაეყადაღებინა. ამის შესახებ თანანაშვილმა news.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ტელევიზიის არა მთლიანად ქონება არამედ 9 ძველი კამერაა დაყადარებული, რომლის გამოყენების საშუალებაც მათ აქვთ. „მიკვირს რათ უნდოდათ ნახმარი საწოლები დაყადაღება, რომელსაც 2 წლის წინ გადაცემა „მზის დარტყმაზე“ ვიყენებდით,“ - აცხადებს თანანაშვილი. მისი თქმით, საქმე ეხება იჯარის ხელშკრულებას, ფართი სადაც ტელეკომპანია „მზეა“ განთავსებული საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას ეკუთვნოდა. იგი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვალი წარმოშობილია წლების წინ. მისი თქმით, იგი ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლოში იდავებს. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას საქართველოს ენერგო სექტორში, რომლის ძირითადი მიმართულებებია ელექტროენერგიის წარმოება და ბუნებრივი აირის რეალიზაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები