საზოგადოება
ციხეები კიდევ 156-მა პატიმარმა დატოვა
2013-01-31 13:45:58
ჩამოტვირთვა
ამნისტიის შედეგად პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 30 იანვარს 156 მსჯავრდებული გათავისუფლდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობის დაწესებულებები სულ 4 498-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დატოვა.
"მათ შორის 175 პოლიტპატიმარია, 162-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 8 მამრობითი სქესის არასრულწლოვანი ბრალდებულმა/მსჯავრდებული", - განმარტავენ სამინისტროში.
კომენტარები