საზოგადოება
შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
2013-01-31 13:26:08
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული ნიკა ჯ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავთანდილ ჩახუნაშვილის კუთვნილი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანიდან მაგნიტოფონი და მობილური ტელეფონი მოიპარა. დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები