2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული ნიკა ჯ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავთანდილ ჩახუნაშვილის კუთვნილი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანიდან მაგნიტოფონი და მობილური ტელეფონი მოიპარა. დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები