2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეროვნული ფორუმისა" და "ქართული ოცნების’’ გაერთიანება არ შედგა

ჩამოტვირთვა

"ეროვნული ფორუმის" პარტია "ქართული ოცნებასთან" პარტიული გაერთიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. 16 თებერვილის ყრილობას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" "ეროვნული ფორუმის" გარეშე ჩაატარებს. ამასთან, ყრილობის შემდეგ პარლამენტში წარმოდგენილი "ფორუმელები", რომლებიც ამჟამად ფრაქცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში არიან, უმრავლესობის ფარგლებში საკუთარი ფრაქციას შექმნიან. ის რაზეც "ეროვნული ფორუმი" და "ქართული ოცნება" ვერ შეჯერდნენ, სწორედ მათი გაერთიანების ფორმა იყო. ”ეროვნული ფორუმის” ”ქართულ ოცნებასთან” ინტეგრაციის მიმართულებით ორი ვარიანტი განიხილებოდა: - მოხდარიყო ორივე პარტიის რეგისტრაციის გაუქმება და ახალი, ინტეგრირებული პარტიის შექმნა, რა წინადადებასაც მოლაპარაკებების პროცესში "ეროვნული ფორუმი" სვამდა, ან "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები ”ქართულ ოცნებაში” ინდივიდუალურად შესულიყვნენ. ეს უკვე "ქართული ოცნების" საპასუხო ალტერნატივა იყო. ცნობილია,რომ "ფორუმი" ლიკვიდაციისა და "ოცნებაში" პერსონალურად შესვლისთვის მზად იყო, თუმცა ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ უმჯობესია, ჯერ გაერთიანება არ მოხდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები