2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი სიბაშვილს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ჩამოტვირთვა

კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს . პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება. სიბაშვილი საქმის არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიება სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე ედავება. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები