საზოგადოება
კონსტანტინე კუბლაშვილი – ვერანაირი კომისია ვერ მოახდენს განაჩენების გადასინჯვას
2013-01-31 12:45:01
ჩამოტვირთვა
ვერანაირი კომისია, თუ რაღაც სხვა ტიპის ახლად შექმნილი უწყება ვერ მოახდენს განაჩენების გადასინჯვას, თუ ამას თან არ მოჰყვება სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება , - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა.
ამით კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია იქმნება.
"რამდენადაც ვიცი, ამ კომისიამ უნდა იმუშაოს ძველ განაჩენებზე და არა ახალზე. დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ერთი რამ კი ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ სასამართლო განაჩენი უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს მხოლოდ სასამართლოს მიერ. ვერანაირი კომისია, თუ რაღაც სხვა ტიპის ახლად შექმნილი უწყება ვერ მოახდენს გადასინჯვას, თუ ამას თან არ ახლავს სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება", - განმარტა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოო სიტყვა სწორედ სასამართლომ უნდა თქვას
კომენტარები