მსოფლიო
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება და ქართული პასუხი
2013-01-30 19:02:11
ჩამოტვირთვა
ვწუხვარ, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამნისტიის კანონი იქამდე მიიღო, სანამ ჩვენს დასკვნას გაეცნობოდნენ. ეს განცხადება ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიოკიომ სტრასბურგში გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ,,ამნისტიის შეახებ’’ კანონთან დაკავშირებულით არც მათი მოსაზრებები გაიზიარა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებას დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, სამწუხარო არაფერია იმაში, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობამდე, არაერთი ამნისტირებული პატიმარი იჯახს დაუბრუნა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის მიღებაც ვენეციის კომისიის დასკვნის გვერდის ავლით განხორციელდეს.
ბოლოდროს განხორციელებულ ფართომასსტაბიან ამნისტიასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა. მერაბიშვილმა ყურადრება ძირითადად ,, კანონიერი ქურდების’’ ამნისტიის საკითზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი გამოშვებით ქვეყანაში უსაფრთხოების განცდას წერტილი საბოლოოდ დაესმევა.
ამნისტიის ფაქტს დღეს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ, ნიკა ჩიტიძემ ახალი ხელისუფლების საქციელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უპატივცემულობად შეაფასა და აღნიშნა, რომ პატიმრების ციხიდან გამოშვება ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მიმართ ანტი პიარის აგორებას ემსახურება.
ბოლო მონაცემებით, ციხეები 4 342-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა. მათ შორის 175 პოლიტპატიმარი, 156 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 8 მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა ბრალდებულია. თუმცა ამნისტიის პროცესი ამით არ დამთავრებულა, სულ საპატიმროებს 5 ატასზე მეტი ამნისტირებული პატიმარი დატოვებს. "ამნისტიის შესახებ" კანონსა და სასამართლოების შესახებ კანონზე კი ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცნობილი 8-9 მარტს კომისიის მორიგ შეხვედრაზე გახდება.
კომენტარები