2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლალი მაროშკინა საქმის ჩაწყობის მცდელობისთვის 2500 ლარით დაჯარიმდა

ჩამოტვირთვა

სასამართლომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მაროშკინა 2 500 ლარით დააჯარიმა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ამის მიზეზი მოსამართლესთან სატელეფონო ზარი გახდა, რომლის დროსაც მაროშკინა კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელებას ითხოვდა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის მასალები მოსამართლესთან კომუნიკაცის წესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით 29 იანვარს განიხილეს. "საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ საჯარო მოსამსახურე ლალი მაროშკინას მიერ მოსამართლესთან 2013 წლის 24 იანვარს 23.31 საათზე განხორციელებული სატელეფონო საუბარი (რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების მიმართ ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელების მითითებას) ცნო მოსამართლეთან კომუნიკაციის წესის დამრღვევად და, შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ლალი მაროშკინა დააჯარიმა 2500 ლარით, აქვე სასამართლომ ჯარიმის თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა ლალი მაროშკინას მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება", - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები