2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თეა წულუკიანი – მე არ ვწუხვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე პატიმრები ოჯახებს დაუბრუნდნენ

ჩამოტვირთვა

მე არ ვწუხვარ იმის გამო, რომ სანამ ვენეციის კომისია ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებდა, არაერთი ამნისტირებული პატიმარი დაუბრუნდა თავის ოჯახს , - ასე პასუხის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჯანი ბუკიკიოს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე დაამტკიცა. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მასზე წულუკიანი შენიშვნებს კომისიის ხელმძღვანელობისგან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდება. "იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას ხვალ ვხვდებით და შეხვედრის დასრულებამდე ვერ გეტყვით, დაელოდება თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას ქართული მხარე. ჩემი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, გაეცნო თუ არა ვენეციის კომისია რამდენიმე კვირის წინ გადაგზავნილი კანონპროექტის პაკეტს. იმედია, უკვე გაეცნო და მასთან დაკავშირებით ხვალ სავარაუდო შენიშვნებიც ექნებათ, თუნდაც ზეპირი. ამასთან, იმედია ხვალვე გვეტყვიან იმ სავარაუდო თარიღს, როდის გეგმავს კომისია პროექტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებას", - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო წუხს, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონი კომისიის მოსაზრებების მიღებამდე დაამტკიცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები