2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართული მხარე არ აპირებს რუს ექსპერტებს ქართული ღვინის ხარისხის გაკონტროლება სთხოვოს

ჩამოტვირთვა

ქართული მხარე არ აპირებს, რუს ექსპერტებს ქართული ღვინის ხარისხის გაკონტროლება სთხოვოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ რუსულ მხარეს აქვს სურვილი, ეს პროცესი ნახოს, ქართული მხარე ამას ხელს არ შეუშლის და რუს ექსპერტებსაც საქართველოში ჩამოსვლა და ამ პროცესში ჩახედვა შეეძლებათ. "ჩვენ მოსკოვში მივდივართ, რათა ავუხსნათ, თუ როგორია ჩვენთან ხარისხის კონტროლის სისტემა და დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ რასაც ვაკონტროლებთ, ვაკონტროლებთ სათანადოდ, მკაცრად და ადექვატურად. მაგრამ ის, რომ ჩვენ მივდივართ იქ, რათა ვთხოვოთ, ჩვენი ხარისხი გააკონტროლონ, ასეთი რამე არ თქმულა", - აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ქართული მხარე ღიაა, დასამალი არაფერი აქვს და რუს ექსპერტებსაც შეუძლიათ ამ პროცესში ჩაიხედონ. "ჩვენ დავაფიქსირებთ ამ მზაობას, რომ შეგვიძლია მათი ხალხი მივიღოთ და ყველაფერი ვაჩვენოთ. საჩვენებელიც ბევრი გაქვს ამ დარგში", - დასძინა მან. რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული მხარე მოსკოვს შესთავაზებს, რუსმა ექსპერტებმა რუსეთში გასატანი ყველა პროდუქციის, მათ შორის ღვინის წარმოება გააკონტროლონ. ამასთან, პირველი მოლაპარაკება მხარეებს შორის 4 თებერვალს გაიმართება. ქართული დელეგაცია მოსკოვში 3 თებერვალს გაემგზავრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები