მსოფლიო
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
2013-01-30 17:05:10
ჩამოტვირთვა
კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გამოძიება სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე ედავება.
ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.
თვითონ კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
კომენტარები