2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გია ბარამიძე: საქართველოს საგარეო კურსი არ უნდა შეიცვალოს!

ჩამოტვირთვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება, დღეს პარტიის ოფისში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა თემა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რაზეც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური პირები საუბრობენ. ბარამიძის განცხადებით სწორედ ეს ფაქტი გახდა, მიზეზი რის შემდგომაც ნაციონალურმა მოძრაობამ საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა. ბარამიძის განცხადებით აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყება. საპარლამენტო უმცირესობა იმედოვნებს, რომ 3-კომპონენტიან კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს დაუჭერს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები