2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე მძარცველი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული თორნიკე კ. დააკავეს. დაკავებული თბილისის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში სისტემატურად ძარცვავდა ქალებს, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად ცხელ კვალზე, საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დააკავეს, ნაძარცვი ოქროს სამკაულები და ,,აი პადი“ კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 178 –ე მუხლის (ძარცვა) მე–2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები