2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლევან ქ. და თენგიზ ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „კალაშნიკოვი", ნიღბები და ხელთათმანები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები