2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Rtvi - საქართველოს დსთ–ში დაბრუნების დაბრუნების თემაზე ოფიციალური ბრიფინგი მოსკოვში კვირის ბოლოსთვის იგეგმება

ჩამოტვირთვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას კვირის ბოლოს გააკეთებს , - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია RTVi ავრცელებს. ამასთან, სიუჟეტში, რომელიც არხმა ამ თემაზე მოამზადა, ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება დსთ-ს თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ ადასტურებს. "თუმცა, მოსკოვში დეტალებზე სასაუბროდ მზად არიან. ტელეკომპანია RTVi-ს სმოლენსკის მოედანზე შეატყობინეს, რომ კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია ოფიციალური ბრიფინგი. ბრიფინგის მთავარი თემა იქნება მოლაპარაკებები საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი სიუჟეტში. საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე კონტაქტები უკვე დაწყებულია. თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ევდოკიმოვის აღნიშნული განცხადება კატეგორიულად უარყო. საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები